რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) მოქალაქე გიორგი აბესაძის ინფორმაციით, ქუთაისში შვილიშვილი 91 წლის ბაბუას მათხოვრობას აიძულებს. აბესაძე აცხადებს, რომ მოხუცს, რომელსაც გადაადგილება თავად არ შეუძლია, შვილიშვილს ყოველ დილით სამათხოვროთ მიყავს.

„მეგობრებო, ეს კაცი არის 91 წლის დემურ კვაჭიძე, რომელიც ყოველ დილით შვილიშვილს მოყავს სამათხოვროდ სვამს და ღამე მიყავს subaru ს მარკის ავტომობილით. თან საბარგულით დაატარებს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძალიან ცუდად ეპყრობიან, პოლიციას იძახებენ და რეაგირება არ აქვთ.

"ეს კაცი აქ ზის წვიმაში, თოვლში, სიცივეში, სიცხეში არ აქვს მნიშვნელობა. ხანდახან ღამეც ტოვებენ ხოლმე, თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. გვსურს დავეხმაროთ ამ ბაბუს და გადავიყვანოთ თავშესაფარში, აგრეთვე ისიც გასათვალისწინებელია რომ ლოკაციაზე სადაც დემური ბაბუ ზის და მოწყალებას ითხოვს, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იქვე არიან, მაგრამ ასევე მათგანაც რეაგირება ნული.

ასე რომ, თქვენი იმედი გვაქვს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ, გააზიარეთ ვიდეო, რომ მივიდეს ხმა მთავრობამდე და ამ მოხუცს დავეხმაროთ. ასევე, თუ ვინმე გაუვლით და დახმარების სურვილი გექნებათ, ვფიქრობ საკვებით დახმარება უმჯობესი იქნება, ვიდრე ფულით (რადგან ფულს მაინც შვილიშვილი ართმევს). მადლობა ყველას და იმედია გამოგვივა", - წერს გიორგი აბესაძე ფეისბუქზე.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×