რეზონანსი
09.09.2018

 აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადასტურებს ავტოავარიაში პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიას დაღუპვას. „აფხაზეთის ხელმძღვანელობის დელეგაცია სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ ბრუნდებოდა სირიიდან. მე თავად ვიყავი კოლონაში და ავტოავარიის მოწმე გავხდი. ეს ავტოავარია იყო და არა ტერაქტი“, - განუცხადა ხაჯიმბამ „ინტერფაქსს“.

თვითმხილველთა თქმით, რესპუბლიკის სახელმწიფო მოხელეთა ავტოკოლონას შეეჯახა მსუბუქი ავტომანქანა.

როგორც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ირინა კიუტი იტყობინება, ავტოკატასტროფა გუდაუთის რაიონის სოფელ ბლაბირხვაში  მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×