რეზონანსი
09.09.2018

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს.

"შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა, ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი.  ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება, ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე", - ნათქვამია განხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×