რეზონანსი
09.09.2018

 საბერძნეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, სალონიკში პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი აირი გამოეყენებინა. დემონსტრანტები მეზობელი მაკედონიის მიერ სახელწოდების ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ნიღბები ეკეთათ და მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს. დემონსტრაცია იმ დროს გაიმართა, როდესაც სალონიკში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი იმყოფებოდა. ის მოქალაქეებს მთავრობის სამომავლო ეკონომიკურ პოლიტიკას აცნობდა. არიან დაკავებულები და დაშავებულები.

საბერძნეთის მეზობელ მაკედონიაში სახელწოდების ცვლილების შესახებ რეფერენდუმის გამართვა თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ბევრი ბერძენი ამის წინააღმდეგია.

საბერძნეთის და მაკედონიის ხელისუფლებამ ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ივნისში მიაღწიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×