რეზონანსი
09.09.2018

 აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის სამთავრობო დელეგაციის მანქანების კოლონას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ადგილობრივი, სამოქალაქო პირი მართავდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა და პირდაპირ იმ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც გენადი გაგულია იმყოფებოდა. რუსული მედია წერს, რომ მძღოლი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო.

დე ფაქტო პრემიერი გენადი გაგულია 70 წლის იყო. პირველად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მან 1995-1997 წლებში იმუშავა, შემდეგ - 2002-2003 წლებში. 2003-2004 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2004 წლიდან აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა. 2018 წლის 25 აპრილს ის კვლავ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

გაგულიას მძღოლი და დაცვის წევრი ავარიის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×