რეზონანსი
09.09.2018

9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სხდომას, სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

„პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება 9 სექტემბერს და პოლიტსაბჭო იმსჯელებს კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენი მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც მიემართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილ ფონდში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×