რეზონანსი
09.09.2018

 ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები გენადი გაგულიას ავარიის შესახებ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადასტურებს ავტოავარიაში პრემიერ-მინისტრის დაღუპვას. 

„აფხაზეთის ხელმძღვანელობის დელეგაცია სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ ბრუნდებოდა სირიიდან. მე თავად ვიყავი კოლონაში და ავტოავარიის მოწმე გავხდი. ეს ავტოავარია იყო და არა ტერაქტი“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

ე.წ. სამთავრობო დელეგაციის მანქანების კოლონას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი, სამოქალაქო პირი მართავდა. ამავე ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა და იმ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც გენადი გაგულია იმყოფებოდა. მძღოლი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო.

 როგორც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ირინა კიუტი იტყობინება, ავტოავარია გუდაუთის რაიონის სოფელ ბლაბირხვაში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×