რეზონანსი
09.09.2018

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ინფორმაციას ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ადასტურებს. უკვე ვრცელდება კიდეც ფოტოები ავარიის შესახებ, რომელსაც გაგულია შეეწირა. შემთხვევა მიუსერაში, მილიციის პოსტთან მოხდა. გაგულია სირიაში იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიდიოდა. 

შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, მაშინ როდესაც სირიიდან დაბრუნებული დე ფაქტო პრემიერ მინისტრი სამთავრობო ავტომაქნანაში გადაჯდა. გაგულიას მძღოლი და დაცვის უფროსი მსუბუქად დაშავდნენ. მედიის ცნობით, 71 წლის გაგულია ავარიის შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×