რეზონანსი
09.09.2018

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი იურისტის დაკავების შესახებ. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით წარედგინა, რაც ძარცვას გულისხმობს.

სამინისტროს იურისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა დღეს, 8 სექტემბერს გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, ბრალდებულმა თბილისში სავალუტო ჯიხური რამდენიმე თვის წინ დააყაჩაღა. როგორც მედიასაშუალება აცხადებს, საქმეში დევს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებაც, სადაც ის დეტალურად აღწერს ჩადენილ ქმედებას.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე რამდენიმე თვეა, რაც დაკავებულია. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ძარცვის ფაქტი 2018 წლის თებერვალში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×