რეზონანსი
08.09.2018

 პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ აქციებს პოლიტიკური ფონი აქვს. 

"ვხედავთ, რომ იმ აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს, "ნაციონალური მოძრაობა" ამზადებს. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამ საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენის სურვილი თითოეულ ჩვენგანს აქვს, მაგრამ რაც შეეხება ამ აქციების პოლიტიკურ ფონს, ეს ყველასთვის ნათელია. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე და კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ სახეს უახლოეს მომავალში. 

ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ აშკარად არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ჭეშმარიტების დადგენას. ამის მიუხედავად. გვაქვს იმედი, რომ გამოძიების კვალდაკვალ მაინც მოხერხდება ამ საქმეზე სრულად ნათელის მოფენა," - განაცხადა კობახიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების დაწყებას აანონსებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×