რეზონანსი
08.09.2018

 ფასანაურთან სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. როგორც 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულია სომხეთის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის ერთი მცირეწლოვანი და ერთი ორსული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×