რეზონანსი
08.09.2018

 ბათუმში, მეთევზეთა ნავსმისადგომში გაჩერებულ გემს შტორმმა პრობლემები შეუქმნა. "ალიხან კაპტანს" 6 ბაგირიდან 4 გაუწყდა.ეკიპაჟის წევრების განცხადებით, შტორმა გემის უკანა ნაწილიც დააზიანა. მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს. გემი ბუქსირით ბათუმის პორტში უნდა გადაიყვანონ.

"გემი ავარიულ მდგომარეობაშია. არ გააჩნია საწვავი და გენერატორი . გადაადგილება არ შეუძლია. გემს ორი ბაგირი ამაგრებს და აუცილებელია მისი უსაფრთხო ადგილას გაყვანა," - განაცხადა ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა.

გემზე 9 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

შავი ზღვის სანაპიროზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.

16:30 საათის მონაცემებით, მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 17 მოქალაქე გადაარჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×