რეზონანსი
08.09.2018

 ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები: ქვეში, რატევნი, აკაურთა და დისველი დააზარალა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ამ სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთები, ნათესები და ვენახები დაზიანდა. ერთ-ერთი მცხოვრებლის ეზოში ქარისა და წვიმის შედეგად ხე წაიქცა, რამაც ღობე დააზიანა.

სტიქიამ ბუნებრივი აირის მილიც დაააზიანა. კომპანია „სოკარის" ავარიული სამსახური დაზიანების ლიკვიდაციაზე მუშაობს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალს მუდმივმოქმედი კომისია, მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე ადგილზე შეისწავლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×