რეზონანსი
08.09.2018

 „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„მოვუწოდებთ ფეხბურთის ფედერაციას და გურამ კაშიას მეგობრებს - ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს ლგბტ სამკლაურებს.

იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა, მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტპზე, იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფომანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად.

ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლაურები, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემტკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს.

იმ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის-მამათმვლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ აღსდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ !!!

P.S.იმედს ვიტოვებთ რომ თავად ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×