რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთვნელის ვლადიმერ ვაისის შეფასებით, ნაკრები ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება.

ვაისმა და ნაკრების წევრმა გიორგი მერებაშვილმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს და ერთა ლიგაზე ლატვიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

ვლადიმერ ვაისის თქმით, გუნდში კარგი განწყობაა და მას სჯერა საკუთარი გუნდის.

"9 სექტმებრს მეორე ნაბიჯი გველოდება, რათა წარმატებას მივაღწიოთ ერთა ლიგაზე. ყაზახეთიდან სამი ქულის წამოღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებელია ხვალ გამარჯვება, რათა დადებით რეზულტატს და ჯგუფში კარგ პოზიციას მივაღწიოთ. ყველა მოთამაშე სრული დატვირთვით ემზადება. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ხვალინდელ თამაშზე თუ რა შემადგენლობას დავაყენებთ. ბიჭები მზად არიან გულშემატკივრებს ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენონ და გაახარონ", - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა.

რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, ვლადიმერ ვაისის შეფასებით, მეტოქე დაცვაში ორგანიზებულად თამაშობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×