რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები: ქვეში, რატევნი, აკაურთა და დისველი დააზარალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერპრესნისი" ავრცელებს.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ამ სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთები, ნათესები და ვენახები დაზიანდა.

სოფელ ქვეშში, ადგილზე ვითარების შესასწავლად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთი მცხოვრებლის ეზოში ქარისა და წვიმის შედეგად ხე წაიქცა, რამაც ღობე დააზიანა.

სტიქიამ ბუნებრივი აირის მილიც დაააზიანა. კომპანია „სოკარის" ავარიული სამსახური დაზიანების ლიკვიდაციაზე მუშაობს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალს მუდმივმოქმედი კომისია, მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე ადგილზე შეისწავლის.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მერია დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურად დაეხმარება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×