რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ვლადიმერ ვაისისთვის გაუგებარია ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას გარშემო შექმნილი ვითარება.

ვაისმა აღნიშნა, რომ კაშია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

"მინდა ვთქვა, როგორც მისმა მწვრთვნელმა, რომ ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ადამიანია. ჩემთვის ეს ვითარება გაუგებარია, მე ვალდებული ვარ მას მხარი დავუჭირო როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაცია ხვალინდელ თამაშზე მიმსვლელ გულშემატკივრებს მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თამაში უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

ხვალ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" გაიმართება.

მატჩზე „ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×