რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც თეა წულუკიანმა "ევროპული საქართველოს" მისამართით გააკეთა და დეპუტატებს მიმართა: "ევროპულ საქართველო"-ს მივმართავ და ვეკითხები, სად არის მკვლელის გვარი?".

სარალიძე მინისტრის აღნიშნულ განცხადებაზე ამბობს, რომ "მკვლელი სწორედ წულუკიანის კაბის ქვეშ იმალება".

"მალე გამოჩნდება შენი კაბის ქვეშ დამალული მკვლელებიც და მისი დამცველებიც. ვეღარ გიშველის ვერც შენ და ვერც შენს საამაყო გუნდს ვერავინ. ამის პირობას მე გაძლევ შენ სადისტურად მოკლული დავით სარალიძის მამა"- აღნიშნა სარალიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×