რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელ გ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ეზოდან ამოღებული იქნა მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თოთხმეტიძირი - 3197,95 გრნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი" და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 574,19 გრ. გამომშრალი „მარიხუანა".

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციააწარმოებს. გ.ტ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×