რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტსაგზაო შემთვევის შედეგად ერთი დაიღუპა და 4 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი დაშავდა.

დაღუპული მამაკაცი რუსეთის მოქალაქე იყო. დაშავებულები კი სომხეთის მოქალაქეები არიან.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×