რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ძარცემის პოლიგონზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

სწავლებაში ათასზე მეტი ჯარისკაცი, სამასი ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ავიაცია, უპილოტო საფრენ აპარატები და სადაზვერვო ტექნიკა მონაწილეობს.

წვრთნები 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ოკუპანტების განცხადებით, რუსეთის არმიის სამხედრო წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×