(რეზონანსი) სანკტ-პეტერბურგის შემდეგ თბილისში ანდრო ივანოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
წიგნი სახელწოდებით „რუსეთი და საქართველო ერთად, საუკუნეების განმავლობაში" კრემლის დაფინანსებით ჩამოიტანეს.
„მე კეთილ პროპაგანდას ვეწევი, ეს არის პროპაგანდა ჩვენი ხალხის მშვიდობიანი ცხოვრების იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ორივე ქვეყნის ხალხი. მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში და ჩემში არის ორივე ქვეყნის სისხლი. ძალიან მინდა, რომ ეს ქვეყნები შერიგდნენ. ტერიტორიული მთლიანობის თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ ვისაუბრო ამ თემაზე, მაგრამ იმედი მაქვს, ყვლაფერი დაბრუნდება თავის ადგილზე, ყველა დაბრუნდება თავიანთ სახლებში, რომლებიც დაკარგეს. ჩემი წიგნი ეძღვნება კულტურასა და მეცნიერებას, რომელიც აერთიანებს საქართველოსა და რუსეთს, ანუ მოიცავს არა პოლიტიკას, არამედ სულიერებას," - განაცხადა რუსეთში საქართველოს ფედერალური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრესმდივანმა, ანდრო ივანოვმა.