რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტაქსისტის დაყაჩაღებისთვის ბრალდებული გ.თ დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.თ. თანხის მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს გ.ო.-ს, დანა დაადო გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა გამომუშავებული ფულადი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.თ. 2017 წლის 23 სექტებერს თბილისში დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×