რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 44 კი, დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ავარია ანკარის და აქსარაის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

არსებული ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატრანსპორტო საშუალება გადატრიალდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×