რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ორივე მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

თავდაცვის სამინისტროს ვაზიანის სამხედრო დანაყოფში, სასროლეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევს შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ჯარისკაცი, რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს.

მომხდარზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×