რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრად თვლის მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების დანიშვნას

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამის შესახებ ეკლესიის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთა ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ვლადიმირ ლეგოიდამ, განაცხადა.

"კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენელ-ეპისკოპოსების დანიშვნა, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და კიევის და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა უპრეცედენტოდ უხეში შეჭრა მოსკოვის პატრიარქის კანონიკურ ტერიტორიაზე. ასეთი ქმედებები არ შეიძლება, დარჩეს უპასუხოდ," - განაცხადა ლეგოიდამ.

7 სექტემბერს მსოფლიოს პატრიარქმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის მზადების პროცესში, თავის ეგზარქოსებად კიევში დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×