რეზონანსი
08.09.2018

 ქართველი მოკრივის დედამ მაყვალა ხურციძე მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. როგორც მან „ნიუპოსტს“ ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, ავთანდილ ხურციძე „ვიღაცის ინტერესებს ემსხვერპლა“.

„ჩემი შვილი ამ სასჯელს არ ელოდებოდა, ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ, თუმცა ციხეში ჩხუბი მოუწყვეს და ამის გამო დაუმატეს კიდევ 5 წელი. ვითხოვ აღნიშნული ჩხუბის ჩანაწერის გასაჯაროებას. ჩემს შვილს ეს ყველაფერი მოუწყვეს, ის უდანაშაულოა“- განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ნიუ იორკის სასამართლომ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×