რეზონანსი
08.09.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. გ., ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მისსავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს - 1940 წელს დაბადებულ რ.ე.-ს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×