რეზონანსი
08.09.2018

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ჯორჯ პაპადოპულოსს 14 დღით პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემა.

ოფიციალური ინფორმაციით, პაპადოპულოსმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში, FBI-ს ცრუ ჩვენებები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ცოტა ხნის შემდეგ მისცა. ჩვენებები ეხებოდა დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ უცხოელ მოქალაქეებთან კონტაქტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×