რეზონანსი
07.09.2018

 „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე შემდეგი სახის მოსაზრებას ავრცელებს:

"ბრეჟნევის დროს რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა: გავა დრო და დამოუკიდებელი  საქართველოს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება ქალი, პარიზში დაბადებული და გაზრდილი, ნიკო ნიკოლაძის და სპირიდონ კედიას შთამომავალი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრი, საფრანგეთის და საერთაშორისო დიპლომატიურ უწყებებში ნამუშევარი და თან შენი მოგვარეო, კი გამეცინებოდა, მაგრამ სადღაც დავუშვებდი რომ ეს შესაძლებელია. 

ხოლო რის შესაძლებლობას ვერ დავუშვებდი და იმის, რომ ეს ქალი, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის (თურმე ასეთიც გვეყოლება დამოუკიდებელ საქართველოში) მარიონეტი იქნება, თან თავისი არაადეკვატური განცხადებებით ხშირად მოგვჭრის თავს მთელ მსოფლიოში. არადა ეგაა“ - წერს დავით ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×