რეზონანსი
07.09.2018

 "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფეხბურთი არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. სპორტის ამ სახეობას ყოველწლიურად "ცოტა მეტით ვაფინანსებთ, ვიდრე საზმაუს, თუმცა ეს ტელევიზიაც გასაუქმებელია".

"ჩემი აზრით, ფეხბურთი იქნება ეს თუ თეატრი, ეშველება მაშინ, როცა მათ ჩამოვსვამთ საბიუჯეოთ სიიდან. 

ქუთაისის ტორპედო გაიყიდა, კერძოა, მხოლოდ სტადიონს უფინანსებს სახელმწიფო და სადღაც გავიდნენ. 

თუ ჩვენ ხელფასს გადავუხდით ვიღაცებს, ვეტყვით ოღონდ შენ ირბინე და ხელფასს მოგცემთ, ისინი არ ირბენენ და არც დარბიან.  ვინ გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს? ფული არ უნდა მისცე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×