რეზონანსი
07.09.2018

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 16 წლის გოგონა სანადირო თოფისგან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. გოგონას დაღუპვასთან დაკავშირებით, ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, სანადირო თოფიდან ტყვია გოგონას არასრულწლოვანმა ძმამ გაისროლა და მას შემთხვევით მოხვდა.

მეორე ვერსიით, კი მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა.

"რომ მოვედი გოგო კიბესთან ეგდო დაქცეულ სისხლში", - განუცხადა "ნიუპოსტს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

15 წლის მოზარდი, ბათუმის პროზექტურიდან ცოტახნისწინ საკუთარ სახლში გადაასვენეს.

მისი არასრულწლოვანი ძმა კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×