ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც "პირველი არხის" კორესპონდენტი ნიუ იორკიდან იტყობინებს, ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
„მივდივარ ციხეში” – ამ სიტყვებით დატოვა მსჯავრდებულმა სასამართლო დარბაზი.
შეგახსენებთ, ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად –„შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა.
ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები.