რეზონანსი
07.09.2018

 "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "7vs1"-ში საუბრისას განაცხადა, რომ მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური შეცდომიდან ყველაზე დიდი საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიციაში შესვლა იყო პაატა ბურჭულაძესთან, გიორგი ვაშაძესთან, მამუკა კაციტაძესთან და სხვებთან. 

"ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, რაც პოლიტიკაში ვარ. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა რაც იყო, იყო კოალიციაში შესვლა ბურჭულაძესთან, ვაშაძესთან და კაციტაძესთან და ვიღაცებთან. ჩვენმა მხარდამჭერებმა გულწრფელად გვაგინეს ამის გამო. მაგიტომ მიყვარს ეგ ხალხი, რომ გულწრფელად იგინებიან, როდესაც რაღაცა არ მოსწონთ. რამდენად დავკარგე ამომრჩეველი არ ვიცი, მაგრამ რომ გვაგინეს ეგ ნამვილად ვიცი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×