რეზონანსი
07.09.2018

 (რეზონანსი) ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმეა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა კურსის მკვეთრ ვარდნას და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ე.წ. მცურავი კურსი და მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი. პერიოდულად რყევები შეიძლება იყოს, თუმცა ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. არსებობს ასევე გარე ფაქტორები, რომელთა მიმართაც ჩვენ ჯერ კიდევ მოწყვლადი ვართ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს. დოლართან ლარის კურსის მერყეობა ეკონომიკის მდგომარეობას სრულად არ ასახავს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×