(რეზონანსი) ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევას, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეულის ჯარისკაცი ვაჟა შათირიშვილი ემსხვერპლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სადაც პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა, სწავლების დასრულების შემდეგ ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის გამოც რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, მათგან ერთი, ვაჟა შათირიშვილი კი დაიღუპა.
დაშავებულები რიგითი გიორგი ძაგანაშვილი, მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილი და ვაჟა შათირიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა შათირიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.