ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ მარიხუანას ლეგალიზაციით "ქართული ოცნება" დასრულდა და ამის გაფორმებას ცოტა დრო დასჭირდება. საზოგადოება მისთვის ჩვეულ წრეზე ბრუნდება, როგორც ეს იყო საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლის დროს, შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას, შევარდნაძის და ბოლოს სააკაშვილის ჩამოგდებით.
„ახლაც 2018 წელს იგივე გველოდება. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამე სვლაც რომ მოიფიქროს, ეს მისი მმართველობის დროებითი შენარჩუნება იქნება და საბოლოოდ, მაინც მათი ჩამოგდებით დასრულდება. ეს გარდაუვალია და ვიდრე მოხდება, იქნებ დავფიქრდეთ, რატომ ხდება ეს ჩვენთან მუდამ, რატომ დადის ჩვენი ერი ამ მოჯადოებულ წრეზე?“ - კითხულობს ვასაძე.
მისი აზრით, ახალგაზრდა ქოცებმა სრული უვიცობა გამოავლინეს, როდესაც ჩათვალეს, რომ აგვისტო კარგი თვე იყო მარიხუანას ლეგალიზაციისთვის. რადგან თბილისელები შვებულებაში არიან.
"თუ დროზე არაფერი შეიცვალა, უკვე სექტემბერში, როდესაც თბილისელები თავიანთ უპერსპექტივო ყოფას და უზნეო გარემოს დაუბრუნდებიან, ეს თოფი შეიძლება გავარდეს და თან ისე მჭექარედ, რომ მთელ ახალგაზრდა ქოცებს და მათ პატრონს - ბატონ ბიძინას, ძალიან მძიმე დღეები დაუდგეთ. მარიხუანას ლეგალიზაციით "ქართული ოცნება" დასრულდა და ამის გაფორმებას ცოტა დრო დასჭირდება“, - აცხადებს ლევან ვასაძე.