რეზონანსი
07.09.2018

 ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება და ამბობს, რომ გადასახადებს გადახდა სჭირდება, მედიას კი, თავისუფლება და ამ ორივე პრინციპის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„ჩემი პასუხი მარტივია. გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთისა და მეორის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვმოქმედებთ. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვმუშაობთ ამ პრინციპით. მედია თავისუფალი გახდა 2012 წლიდან და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×