ანალიტიკოსი გია აბაშიძე პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრის გიორგი ანდრიაძის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას ეხმიანებს:
„ბევრი მიცნობთ კარგად და იცით, რომ რამე ფობიაში ვერ დამადანაშაულებთ. პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.
კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრები არიან: ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე, თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.
ჩემი სუბიექტური პროგნოზით, აი, რა მოხდება:
1. საპატრიარქოზე ახალი თავდასხმები და ღლიცინი.
2. ახალი ანტითურქული და ანტიირანული განწყობების გაღვივება.
რატომ აკეთებს ამას ანდრიაძე? არ ვიცი, მას ჰკითხეთ, ჩაეკითხეთ. არ მგონია, რომ ასე დაუბლაგვდა რეალობის შეფასება და ვერ აცნობიერებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შანსი არის 0.00%".