რეზონანსი
07.09.2018

 ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავისი აზრი ტელეთერით დააფიქსირა. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი იყო და საზოგადოებამ ის კარგად ვერ აღიქვა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. საქართველოში არ მომხდარა მარიხუანას საბოლოოდ ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. მარიხუანა, ალკოჰოლი, თამბაქო თუ ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რა თქმა უნდა, საზიანო არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა დღეს შეიცვალა გარკვეული შეხედულებები და თუ ადრე მარიხუანა ითვლებოდა კარიბჭის ნარკოტიკად, აღმოჩნდა, რომ პირველი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც ადამიანი სინჯავს არის არა მარიხუანა, არამედ ალკოჰოლი ან თამბაქო, რომელიც ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, – განაცხადა ნარკოლოგმა.

მისი თქმით, შესაბამისად, რთულია იმის თქმა, ადამიანი მძიმე ნარკოტიკის მოხმარებაზე მარიხუანას შემდეგ გადადის თუ ალკოჰოლის ან რომელიმე სხვა ნივთიერების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×