საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რთული და საპასუხისმგებლო მატჩისთვის ემზადება.
თუმცა კვირას ლატვიასთან დაგეგმილი შეხვედრა სხვა მხირვაც დაძაბული იქნება. მატჩის პარალელურად 9 სექტემბერს, დინამო არენაზე მისვლას “ქართული მარში” გეგმავს, მათ ვიცე-კაპიტნის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს.
ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი თავად მუქარის ადრესატმა გააკეთა. გურამ კაშიას “ქართული მარშის” დაგეგმილ აქციაზე არ უსაუბრია. მან ყაზახეთში ჩატარებული მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ეროვნული ნაკრები თბილისში ყაზახეთიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა წარმატებით ჩაატარეს.
ყაზახეთში ჩატარებული წარმატებული მატჩის შესახებ საუბრობენ ნაკრების წევრებიც. მათი თქმით, სადებიუტო მატჩი მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა. რაც შეეხება 9 სექტემბერს ლატვიასთან თამაშს, ეროვნული ნაკრების წევრები გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რომ მივიდნენ ნაკრების წევრების მხარდასაჭერად.