რეზონანსი
07.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამეტის წევრის "პატრიოტთა ალიანსიდან" და ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლებისაგან მათ მიიღეს შემოთავაზება, რომ თუ ტელეკომპანია "იბერიას" დათმობდნენ, "ომეგა" ჯგუფის ფინანსური პრობლემები მოგვარდებოდა.

"ომეგა ჯგუფი" ორი წელიწადია დგას ფინანსური პრობლემების წინაშე. ეს ფინანსური პრობლემებიც შექმნილია ხელოვნურად. ბოლო დროს იყო ასეთი შემოთავაზება - თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია"- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს კონკრეტულად ვისგან მიიღეს აღნიშნული შეთავაზება, თუმცა ამბობს, რატომ მოდიოდა მუქარა ხელსიუფლებისგან.

"მესმის, რომ საზოგადოებას და ჟურნალისტებს, ახლა უკვე ეს საკითხი აინტერესებს, ამას რა თქმა უნდა ვიტყვით, მაგრამ ვიტყვით მხოლოდ უცხოეთის სასამართლოში"- დასძინა ჩხეიძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×