რეზონანსი
07.09.2018

 (რეზონანსი) ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს, გვსურს, საქართველო ჩვენი ეკონომიკური სივრცისა და ევროკავშირის წევრად ვიხილოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა.

„შესწორებების წარდგენის შემდეგ უკვე დავიწყებთ მუშაობას კომპრომისულ ვარიანტზე. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანგარიში იქნება მთავარი და მკაფიო გზავნილი ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. თქვენ ვერ იპოვით ერთ სიტყვასაც კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - განაცხადა მამიკინსმა "პირველ არხთან".

რაც შეეხება ანგარიშში შესწორებების ვარიანტს, მამიკინსი აცხადებს, რომ რთულია წინასწარ იმის თქმა, როგორი იქნება ანგარიშის საბოლოო ვარიანტი.

როგორც ევროპარლამენტრარი აღნიშნავს, მისი "ქართული ოცნებაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×