რეზონანსი
07.09.2018

19 კომპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას და საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს მიმართავს და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმად, 15 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხორბლის და ხორბალ-ჭვავის იმპორტი აიკრძალება. 

"ხორბალი წარმოადგენს ხორცპროდუქტების, ისევე როგორც კვერცხის წარმოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აღნიშნული ბრძანების შემდეგ შეწყდება ხორბლის იმპორტი რუსეთიდან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, რაც მის თვითღირებულებას გააძვირებს ერთ ტონაზე დაახლოებით 100-150 ლარით და შესაბამისად გაზრდის კვერცხის და ყველა სახის ხორცის თვითღირებულებას. 

ქათმის კვერცხის, ასევე ქათმის, ღორის, საქონლის და სხვა ხორცის მწარმოებლები კიდევ უფრო ნაკლებკონკურენტულები გახდებიან იმპორტირებულ საქონელთან შედარებით და შედეგად სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან" - აცხადებენ მწარმოებლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×