(რეზონანსი) ტელეკომპანია "იბერია" დღეს საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ტელევიზიის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშაა.
თემასთან დაკავშირებით "იბერიას" გადაცემა "ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად", პუბლიცისტიმა თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა:
"იბერიით უნდათ, რომ თავი მოიჭრან, მოიჭრიან თავს და მალე წავლენ, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. ეხლა რა თქმა უნდა იბერიას დავუდგებით ყველა, არ ვიცი საზოგადოება, რომელიც ამას არ გააკეთებს"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
"იბერიის" საინფორმაციო სამსახურის ხელმზღვანელის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზია საფრთხეშია. როგორც ხუზმნიაშვილმა განაცხადა, კომპანია "ომეგა", რომლის შემადგენლობაში შედის "იბერია" პარალიზებულია.