(რეზონანსი) 54 წლის შშმ პირი თამაზ ფუტკარაძე, ამ წუთებში იუსტიციის სახლის წინ ბენზინის გადასხმით იმუქრება. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
როგორც ის აღნიშნავს, ამ მდგომარეობამდე ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. მისივე თქმით, ორი დღის წინ მას 700 ლარიანი ჯარიმა უკანონოდ გამოუწერეს, რის გაუქმებასაც ის დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან კატეგორიულად ითხოვს.
"გუშინ წინ ვიყავი გრიგოლეთში. ვიჯექი ბიძაშვილის მანქანაზე, გამაჩერეს, მერე მანქანა აქ გადმოიყვანეს, მითხრეს ის მომიყვანეთ, ვის სახელზეც ეს არის გაფორმებულიო, შეავსეს რაღაც დოკუმენტები, ჩვენ როგორც აგვიხსნეს, მანქანა, რომ დაებრუნებინათ იმისთვის, რეალურად ხელი მოგვაწერინეს 700 ლარიან ჯარიმაძე. საიდან უნდა გადავიხადო? ვითხოვ გააუქმონ ეს ჯარიმა, აღარ მინდა უკვე სიცოცხლე, ამათი ჯარიმების გადამკიდე 8 ატასი ლარი ვალი მაქვს", - ამბობს ფუტკარაძე "გურიის მოამბესთან".
მისივე თქმით, ის 2013 წელს ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარების გამო (20 გრ) დააკავეს და სხვა სასჯელთან ერთად, 6 წლით მართვის უფლება ჩამოართვეს. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ქმედება დასაშვებად ცნო, ფუტკარაძემ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის ორგანოებს და პრეზიდენტს, რომ მართვის უფლებაზე ეს შეზღუდვა მოხსნილიყო, მაგრამ მის მოთხოვნას დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.