(რეზონანსი) აგვისტოს ომის გმირის 20 წლის კაპრალ სოსო ღვინიაშვილის ძმა დავით ღვინიაშვილი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
აღნიშნული ობიექტი მიმდინარე წლის თებერვალში გაძარცვეს. თავდამსხმელმა სავალუტო ჯიხურიდან თანხა გაიტაცა და მიიმალა. სამართალდამცავებმა საქმე 14 ივნისს გახსნეს და ბრალდებულის სახით თავდაცვის დავით ღვინიაშვილი დააკავეს.
რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით (ძარცვა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 20 წლის კაპრალი, გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. მისი ძმა, დავით ღვინიაშვილი კი ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დასაქმების პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს.
დავით ღვინიაშვილი 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი გახლდათ, თუმცა მისი დაკავების დღესვე შეუჩრდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.