რეზონანსი
07.09.2018

 რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე "ინფო რუსთავთან" კომენტარს აკეთებს.

"ამ ეტაპზე 11 პაციენტი იმყოფება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. ერთ აზერბაიჯანის მოქალაქეს აღენიშნება ბარძაყის მოტეხილობა, ხოლო მეორეს წინა მხრის მოტეხილობა. ჯერჯერობით კვლევის ფაზაში ვართ, რადგან ძალიან დიდი ნაკადია პაციენტების. ამ ეტაპზე კრიტიკული მდგომარეობა არ არის", -აცხადებს პაპუნა ბახტაძე

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×