რეზონანსი
06.09.2018

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს განცდა არ აქვს, რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი. ამიტომ მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებშიც. აღნიშნული კანდიდატის მხარდაჭერა არ სურთ მმართველ პარტიაში მყოფ პოლიტიკოსებსაც.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, დაახლოებით 30%-ს სალომე ზურაბიშვილის დანახვა არ უნდა. შეიძლება ის არ არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ზურაბიშვილის დანახვა არ უნდათ. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად, განცდა არ აქვს რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი და მთავარი, წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადის ყველა ქვეყნის სხვა პრეზიდენტებთან და ამბობს, ჩემმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე დაიწყოო ომი. ჩემი, ბაქრაძის და მიშას ზიზღს არ უნდა გადააყოლო ამ ქვეყნის ფუნდამენტი“, - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×