საქართველოს ისტორია შესაძლოა შეიცვალოს. კოლხეთის სამეფოს და ქალაქ აიას შესახებ მწირი მითები სულ უფრო ხელშესახები ხდება. ქუთაისის ისტორიულ ნაწილში ნანახი არტეფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10 საუკუნით თარიღდება.
76 წლის მეცნიერი ომარ ლანჩავა ამბობს, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა, საქართველოს ისტორია შეცვალოს. დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ათასი წლის წინ დიდი დასახლება და კოლხური საამქროები იყო.
არქეოლოგიური სამუშაოები ქუთაისის ისტორიულ ნაწილში გაბაშვილის გორაზე მიმდინარეობს.
დასახლება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან არსებობდა. ამ აღმოჩენით შესაძლოა, დადასტურდეს ის, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე კოლხეთის სამეფოს ანუ აიას ცენტრი მდებარეობდა.
ქუთაისის ისტორიულ ნაწილში სამუშაოებს ქართველი არქეოლოგები პოლონელ კოლეგებთან ერთად ატარებენ. არტეფაქტები შესასწავლად ვარშავის უნივერსიტეტში იგზავნება.